ʟᴀʏᴏᴜᴛ ʙʏ © ᴍ ᴏ ᴄ ʜ ᴀ
    Hello
    Add your small about me here! Hi my name is Leslie and I love pies. Pies are good and delicious and fun to eat. They're not cake.

    like it?
    tagboard
    Add your tagboard code here or something!
    stats
    Get a hit counter from http://hitcounterstats.com/ or google for more sites and add it here!


    გამონათქვამები მეგობრობაზე


    1 )მეგობრობის  საძირკველი სულიერი ნათესაობა და ურთიერთ ნდობაა...ვერავინ იტყვის,რა ბადებს მას,ანდა რა იწვევს მეგობრობაში მიქცევ-მოქცევას:ეს ისევე აუხსნელია,როგორც მუსიკის იდუმალება _ რიჩარდ ლაუვი "ცხოვრების აბლაბუდა"
    2) მეგობრობაა სულის იდუმალი დუღაბი ,ცხოვრების  დამატკბობელი და ადამიანთა მაკავშირებელი ძალა! - რობერტ ბლერი
     3).... სიყვარული.. პატივისცემა .. ერთგულება.. მეგობრობის ქვაკუთხედიც აი,ესაა.- ტარა მაკენზი .
    4) მეგობრობა მუდამ სასიამოვნო პასუხისმგებლობაა და არა-იძულებითი მოვალეობა._ქალილ ჯიბრანი
    5)მეგობრობა ურთულესი  რამაა ასახსნელად:ის არც სასკოლო საგანია და კერძოდაც ვერავისთან ისწავლი, არადა -მეგობრობის აზრი თუ არ იცი , ჩათვალე რომ ვერაფერი გისწავლია . - მუჰამედ ალი .
    6) მეგობრობას ხან დიდი ხნის ნაცნობობა ბადებს , ხან კი - სულ ერთი ღიმილი .. მასზე ძვირფასი განძი არც არსებობს - სიყვარულს თუ არ ჩავთვლით , და სიყვარულიც მაშინაა ნაღდი , თუ მეგობრობა უძევს საფუძვლად .- პემ ბრაუნი
    7)მეგობრების  ურთიერთობაში ბევრი რამ სხვებისთვის გაუგებარი რჩება ხოლმე;ეს რაღაც შიფრია, სულ სხვა ენა - ჯად  ნელსონი
    8)მწიგნობარი კაცი საწერ მაგიდას მიუჯდება და ზოგჯერ წლობით  ნაფიქრსაც ჩამოქრის ერთ სხარტ აზრად ან მოქნეულ ფრაზად ; მაგრამ საკმარისია მეგობრისთვის  წერილის მიწერა დააპიროს - აზრიც ცოცხლდება და საჭირო სიტყვებიც თავისთავად მოეჯარება .-რალფ უოლდო ემერსონი
    9)მეგობრობის ასაწონად ბაჯაღლო ოქროც ვერ გამოდგება ;ის მხოლოდ ხსოვნაში,გულიან სიცილში, სულიერ სიმშვიდეში,სიყვარულში აღიბეჭდება - სტიუარტ და ლინდა მაკფარლანები
    10)ამხანაგი ციხე წყლიანია, ზღუდე მაღალია ,სიმაგრე დაურღვეველია ...გულთა ნათელია,თვალთა ჩინია ,მკლავთა ძალია და ზურგთა მომბმელია .ამხანაგი მტერთა მაზიანებელია. უცხოსთან გამოსაჩენია... ჭირში მომხმარეა, სნეულებაში მკურნალია , სიკვდილში თავის წამგებია - სულხან - საბა ორბელიანი
    11)ხალხის გარეშე როგორმე გაძლებ , მეგობარი კი მუდამ გჭირდება .- ჩინური ანდაზა
    12.ცხოვრება არაფერია მეგობრობის გარეშე- ციცერონი
    13) არ არსებობს იმაზე  მძაფრი მოთხოვნილება , ვიდრე დამეგობრობის უბრალო სურვილი .-გრემ გრინი
    14).. მეგობრობა, მთელი თავისი უშუალობის მიუხედავად ,ზერელე მიდგომას ვერ ჰგუობს და ვერც  გაუფრთხილებლობას იტანს :ის ხომ სუნთქვის ჭამისა თუ ძილის არ იყოს - ჩვენი ცხოვრების უცილობელი ნაწილია .-ედელაიდ  ბრაი
    15)კაცს ცხოვრებაში ნარგვარი ხალხი სჭირდება.. ნავსაყუდელი,სადაც გრიგალს  შეაფარებდა თავს ;ან უბრალოდ - გულღია მასპინძელი , ვისთანაც სიამით გაატარებდა ერთ მშვიდ საღამოს - კ .დეპურტერი .
    16)ერთმანეთს ვურეკავთ,წერილებს ვწერთ , ღია ბარათებს ვუგზავნით  სხვა ქვეყნებიდან ;ასე ვადასტურებთ , რომ  მარტონი არ ვართ ;გვახსოვს და გვიყვარს - როზან ემბროუზბრაუნი
    17)ხამს მოყვარე მოყვრისათვის ,თავი ჭირსა არ დამრიდად ,გული მისცეს გულისათვის ,მეგობრობა- გზად და ხიდად .- რუსთაველი
    18)უმეგობროდ არც არაფერს აქვს ფასი -ჟელეტ ბურჟესი
    19)რაც მეტი მეგობარი გვყავს , მით უფრო ძლიერნი ვართ ;თუ გვიყვარს და ვუყვარვართ ,ჩვენი არსებობა  უდიდესი ბედნიერებითაა აღბეჭდილი -სიდნი სმითი
    20)ამქვეყნად იმაზე ძვირფასი არაფერია , როცა გრძნობ, რომ ვიღაცას სჭირდები -დაიაა დორზი
    21.ვიდრე ვუყვარვართ , შეუცვლელნი ვართ ; და არც უსარგებლონი გვეთქმის , სანამ თუნდაც ერთი მეგობარი გვყავს .- რობერტ ლუის სტივენსონი
    22)მჯერა არსებობს მეგობრობა ერთი დანახვით - ლინდა მაკფარლანი
    23)ზოგი წამიერად შემოიჭრება ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში ... სხვები მეტხანს რჩებიან , საკუთარ კვალს გვამჩნევენ და ჩვენც აღარასდროს ვართ  ხოლმე ისეთნი, როგორც მანამდე .- ფლავია
    24)განა ვინ ახსნის იმ ზებუნებრივ გრძნობას , როცა ესა თუ ის  პიროვნება  უეცრად ,ერთი ნახვით, რაღაც იდუმალი გზებით ჩვენთვის ახლობელი ხდება ? - ართურ ქრისტოფერ ბენსონი
    25)და მერე თანდათანობით აღმოვაჩენთ ,რომ  უამრავ  მეგობარს შორის ერთია ,ვისაც განსაკუთრებით უხარია  ჩვენთან ყოფნა , და იმასაც ვხვდებით ,რომ ჩვენც სწორედ მას გვინდა უსასრულოდ ბევრი რამ ვუთხრათ- ნატალია გინზბურგი
    26)ახალ მეგობრობას დუღაბად ის იდუმალი  ნაპერწკალი  სჭირდება , რომელიც  პიროვნებიდან  პიროვნებას გადაეცემა- მით უფრო ,თუ ისინი სხვადასხვა ხალხის  ან წრის წარმომადგენლები არიან - და რომელიც ადგილისა თუ დროის  ნებისმიერ  პირობითობას არაფრად აგდებს - ჯორჯ სანტაიანა
    27)ორმა  იქნებ მთელი ცხოვრება გაატაროს ერთჭერქვეშ,უსასრულო საუბარში , და ბოლომდე მაინც ვერ გაიცნოს ერთმანეთი , სხვა წყვილმა კი შესაძლოა  პირველი სიტყვიდანვე  ძველი მეგობრებივით გაუგოს ერთურთს -მერი ქეთერვუდი
    28)ასეც მომხდარა - ბაქანზე ვიღაცისთვის მოგიკრავს თვალი და ჩვენ შორის  მეგობრობის უხილავი ძაფიც გაბმულა თითქოს ,ოღონდ მერე მატარებელი დაძრულა და ჩვენს შორის  გამცილებელთა მორევი დატრიალებულა ... კაცმა არ იცის , რა გელოდება .- პემ ბრაუნი
    29)თუ ადამიანს შინაგანი შუქი ჩაუდგა ,ის უცილობლად გამოანათებს . ჩვენც ამით ვცნობზტ ხოლმე ერთმანეთს  ბნელში;სხვა რამ ამისთვის არ გვჭირდება-არც ხელის ცეცებით დავეძებთ და არც  ერთურთის სულში ვიჭრებით.- ალბერტ შვაიცერი
    30)რა ჯობია , როცა ვინმესთან ერთად იმაზე იცინი , რაც ორივეს გამხიარულებთ .. - გლორია ვანდერბილტი
    31) ყველა შენი მეგობარი ვერ იქნება, მეგობარი მხოლოდ ისაა  ვისაც შეუძლია ბოლომდე გიცნოს,ვინც შენს სიცოცხლეს  ფერადოვნებას , აზრსა და ხალისს მიანიჭებს.-ჰენრი მილერი
    32)რა არის მეგობარი ? ორ სხეულში დავანებული სულის ერთობა - არისტოტელე
    33)ერთმანეთისთვის არაფრის კითხვა არა გვჭირდება ;ისედაც ვიცით,რძიანი გსურს ჩაი თუ - ლიმნით, ბისკვიტს მივატანთ თუ - შოკოლადს ...ვიცით რომელი სპექტაკლი მოგვწონს , რომელი წიგნი , რა მუსიკა . ერთმანეთის საყვარელი ყვავილები და სურნელიც ნაცნოაბია ჩვენთვის , ყველა პატარ-პატარა უცნაურობაც ;ამიტომაა ყოველი შეხვედრა  შინდაბრუნებას რომ ჰგავს . - პემ ბრაუნი
    34)ჭეშმარიტი მეგობარი უანგაროდ  გწირავს საკუთარ დროს , ენერგიასა თუ ნერვებს .. სისუსტეს გპატიობს ,ღირსებას გიფასებს , შენი გამარჯვებებით ხარობს და  მწუხარებაშიც გვერდში გიდგას :მეგობარი თავგანწირვას სიხარულად აქცევს , გულის გადახსნას კი - საიმედოდ .- პემ ბრაუნი
    35)ყვავილის ფურცლებივით ვეფინებით ერთმანეთის სულის ტბის არკეს .. - ჯოან ბორისენკი
    36 ) ჭეშმარიტი მეგობარი ვერასოდეს გაგაოგნებს :წინასწარ იცის , იმწუთს რა  გინდა ან რა გაგახარებდა .- შარლოტ გრეი
    37)შენ იცი რა მითხრა ან რა არ მითხრა ტკივილისა თუ მწუხარების ჟამს ;შენა ხარ , ვისაც ჩემი გულის  წიგნის წაკითხვა შეგიძლია . - პემ ბრაუნი
    38)მეგობარი სწორედ მაშინგ გიდგება გვერდში , როცა თითქოს მთელი სამყარო ზურგს გაქცევს .- ალბან გუდიერი
    39)იმდენად მეგობრების თანადგომა არ გვეხმარება, რამდენადაც რწმენა და იმედი , რომ მუდამ გვერდში დაგვიდგებიან . - ეპიკურე .
    40) მეგობარი ისაა, ვისაც დილის 4 საათზეც ი თამამად დაურეკავ - მარლენ დიტრიხი
    41)მაშ , რისთვის ვცხოვრობთ თუ ერთმანეთს სიცოცხლე არ გავუადვილეთ ?- ჯორჯ ელიოტი
    42)ძმა ძმისთვისო , შავი დღისთვისო - ქართული ანდაზა
    43)მეგობრობა გაჭირვებაში დახმარებით გამოიცდება და ისიც - უპირირობო დახმარებით- მაჰატმა განდი
    44)რა საამოდ ჟღერს მეგობრის მიერ ნათქვამი "დარჩი"  - ლუიზა მეი ელკოტი
    45)როცა მეგონა ,აღარაფრის ძალა არ მქონდა , შენ მიდგებოდი მხარში და მეუბნებოდი , ყველაფერიც შეგიძლიაო .. ჯერ არც შემცდარხარ . - კლარა ორტეგა

    "გამონათქვამები მეგობრობაზე" was Posted On: Sunday, March 25, 2012 @10:42 PM | 0 lovely comments


    | Newer posts »


    Layout TeaCakeHouse. All rights reserved.
    Please view with Google Chrome in a 1280 x 800 SR. Resources: TFN.